luni.ge

ექსკლუზიური უმაღლესი ხარისხის ბიჟუტერია – აქსესუარები


Leave a comment

100 მილიონი გონიერი საათი 2019 წლისთვის

smartsaatebi---1

კომპანია Juniper უახლეს გამოკვლევებზე დაყრდნობით ( hi-tech ტექნოლოგიების ბაზრის შესწავლის შემდეგ ) აცხადებს, რომ დაახლოებით 100 მილიონი გონიერი საათი იქნება ხმარებაში 2019 წლისთვის მთელ მსოფლიოში. საათების მწარმოებელი პრემიუმ ბრენდების სამოქმედო გეგმის თანახმად უახლოეს 12-18 თვის განმავლობაში მომხმარებლის ცნობიერებაში მყარად ჩამოყალიბდება ამ პროდუქტის  მიმართ გაცხოველებული ინტერესი.

კომპანია Juniper აღნიშნავს,  რომ დიფერენციაცია პროდუქტებს შორის საკმაოდ დიდია — მოწყობილობის მარტივი შესაძლებლობებით დაწყებული და რთული ფუნქციებით დამთავრებული. მაგალითისთვის შეგვიძლია აღვნიშნოთ GPS  და NFC ტექნოლოგიები (Near Field Communication – უზრუნველყოფს უმაღლესი ხარისხის კავშირს და ინფორმაციის გაცვლას ორ მოწყობილობას შორის შეხების გარეშე ). ეს ფუნქციები უახლოეს მომავალში გახდება სტანდარტი სმარტსაათებისთვის, განსაკუთრებით მას შემდეგ რაც Apple – იმ შესთავაზა NFC ფუნქცია მომხმარებელს თავის პროდუქტებში.

Juniper თავის ანგარიშში ამტკიცებს, რომ არსებული ფუნქციონალურობის დიაპაზონმა საეჭვოა გამოიწვიოს „ მკვლელი აპლიკაციების “  ( მარკეტინგული ტერმინი  „killer app” , ასე უწოდებენ იმ პროგრამებს და აპლიკაციებს, რომლებიც ზრდიან მოწყობილობის ფასეულობას და გაყიდვების მოცულობას ) გაჩენა სმარტსაათებისათვის, როგორც ეს მოხდა სმარტფონების ევოლუციური განვითარების შემთხვევაში. მათ მოჰყავთ კომპანია Fitbit -ის მაგალითი, რომელიც გახდა დომინანტი ფიტნესის სამყაროში თავისი საფირმო მანტრით „ ერთი ზომა არ უხდება ყველას „ ( „ one size doesn’t fit all “ ) .

smartsaatebi---2           smartsaatebi---5

Fitbit – ის მოწყობილობები აფიქსირებენ მომხმარებლის გულის ცემის რიტმს, დამწვარი კალორიების რაოდენობას, გავლილ მანძილს, ნაბიჯების რაოდენობას, ძილის ხანგრძლივობას და ხარისხს. აგრეთვე მათ შეუძლიათ მოგვაწოდონ ინფორმაცია დღის განმავლობაში შენობის რამდენ სართულზე ავედით ფეხით, ჩვენს მობილურ ტელეფონზე შემომავალი ზარის შესახებ, აქვთ GPS მოდული.

ანგარიშში საუბარია, რომ სმარტსაათების განვითარების დიდი შესაძლებლობების გათვალისწინებით, მათი გასაყიდი სავაჭრო წერტილების რაოდენობა ნელ-ნელა მოიმატებს, რადგან თითქმის ყველა საათების მწარმოებელი ბრენდი შეეცდება ბაზრის თავისი წილის დასაკუთრებას. მაგალითად მდიდრული საათების მწარმოებელი ისეთი კომპანია, როგორიცაა TAG Heuer უკვე შევიდა ამ ბაზარზე. მაღალი ფუნქციონალურობა და პრემიუმ ბრენდინგი გულისხმობს, რომ „ გონიერი საათების „ ღირებულება რამდენიმე წელი კვლავ არანაკლებ 200 $ დარჩება.

 

 

Advertisements