luni.ge

ექსკლუზიური უმაღლესი ხარისხის ბიჟუტერია – აქსესუარები


Leave a comment

სვაროვსკის ბრენდის ისტორია

swarovski---1

მამის სახელოსნოში 2 წლის მუშაობის შემდეგ, 18 წლის დანიელ სვაროვსკი (Daniel  Swarovski  ) პარიზში გაემგზავრა, რომელიც იმ დროს მსოფლიოს კულტურის და მეცნიერების დედაქალაქი იყო. დანიელი პარიზში რამდენიმე წლის განმავლობაში სწავლობდა ქიმიას, ფიზიკას, მექანიკას და სხვა ინჟინრისთვის აუცილებელ მეცნიერებებს.

1883 წელს ცნობისმოყვარე ბოჰემიელი გაემგზავრა ვენაში ელექტროობის პირველ მსოფლიო გამოფენაზე. საოცარი  ელექტრო მოწყობილობების ნახვის შემდეგ, სვაროვსკიმ ცხრა წლიანი ექსპერიმენტების შემდეგ შექმნა მსოფლიოში პირველი ქვის დაწახნაგების ელექტროდაზგა. აქედან დაიწყო სვაროვსკის კრისტალების ეპოქა. ქვის დაწახნაგება გახდა ინდუსტრიული პროცესი,  დამწახნაგებლის შრომაც გამარტივდა და  გაიაფდა.

1895 წელს დანიელმა თავის ნახევარ ძმა ფრანც ვაისთან  და ფინანსისტ არმანდ კოსმანთან ერთად წამოიწყო საკუთარი საქმე. მან ოჯახი და კომპანია გადაიყვანა პატარა სოფელ  ვატენსში ტიროლთან ახლოს. იქ, ცნობისმოყვარე თვალებისგან შორს, გაიხსნა სვაროვსკის პირველი ქვების სამრეწველო დაწახნაგების ფაბრიკა. თავდაპირველად კომპანიას ერქვა მოკრძალებული სახელი D.S & Co ( Daniel Swarovski და კომპანია ) .

ბიზნესში ახალბედას საქმე თავიდანვე კარგად წავიდა. აღმოჩნდა, რომ ფაბრიკის დაზგებზე ქვების უფრო მაღალი ხარისხის დაწახნაგება იყო შესაძლებელი, ვიდრე ხელით მუშაობისას. სამრეწველო რევოლუციის ქარმა ტიროლის მადნის სიღრმეებშიც დაბერა და შეაღწია ისეთ კონსერვატიულ სფეროში, როგორიც იყო საიუველირო საქმიანობა. 1900 წელს სვაროვსკიმ გააფართოვა წარმოება და კიდევ 200 მუშა დაასაქმა. ამ წელს ეწოდა  საწარმოს დღევანდელი სახელი – Swarovski.

1911 წელს დანიელ სვაროვსკიმ ვაჟებთან ერთად დაიწყო ბროლის წარმოება. პირველი მსოფლიო ომის პერიოდში, როდესაც ევროპაში მოთხოვნა საიუველირო ნაკეთობებზე მკვეთრად დაეცა, კომპანიამ საჩარხი და დასაწახნეგებელი დაზგებისთვის ინსტრუნტების და სახეხი მასალების წარმოება დაიწყო, რითაც გაკოტრებისგან გადაირჩინა თავი. ამ პროდუქციას კომპანია დღესაც უშვებს Tyrolit ის მარკის ქვეშ.

ადამიანები ქვირფასი ქვების გაყალბებას დიდი ხანია ცდილობდნენ. მე – 18 საუკუნის დიდი იუველირი ჟორჟ ფრედერიკ სტრაზი ( მის სახელს უწოდებენ ძვირფასი ქვების იმიტაციებს  –  „ სტრაზები „ ), რომელიც დახელოვნებული იყო ბრილიანტების გაყალბებაში, ისტორიას ავანტიურისტ-მისტიფიკატორად შემორჩა. დანიელ სვაროვსკი ძვირფასი ქვების იმიტაციების პირველი ცივილიზებული მწარმოებელი გახდა. მან ძვირფასი ქვების იმიტაცია გადააქცია ორიგინალურ, კანონიერ, ძალიან მოთხოვნად და მომგებიან ბიზნესად.

სვაროვსკის საწარმო უშვებდა ბრილიანტის მსგავს კრისტალებს, რომლებიც იმ დროის სახელგანთქმული მოდელიორების კოკო შანელისა და კრისტიან დიორის ხელშეწყობით მთელ მსოფლიოში გახდა პოპულარული. დადგა პატარა ავსტრიული ფირმის ოქროს ხანა. აღმოჩნდა, რომ მხოლოდ სვაროვსკის შეუძლია ასეთი ულამაზესი და გარეგნულად მდიდრული კრისტალების შექმნა. ამრიგად ტიროლის პაწაწუნა სოფელში შექმნილი პროდუქცია მთელმა მსოფლიომ გაიცნო.

მეორე მსოფლიო ომის დროს ევროპის მოდის სახლებმა ბუნებრივია კრახი განიცადეს, ბროლის კრისტალები აღარავის ჭირდებოდა . თუმცა მოხერხებულმა დანიელ სვაროვსკიმ შეძლო ფაშისტური გერმანიის მიერ შექმნილი ყველა დაბრკოლების გადალახვა ( ავსტრია ამ დროს გერმანიას ყავდა ანექსირებული ) და  კრისტალების რეალიზაციის დაწყება აშშ – ში. მე-20 საუკუნის 40 – 50 იან წლებში ევროპაში მშვიდობის დამყარებასთან ერთად, გაჩნა მოთხოვნა მოდურ ტანსაცმელზეც. სვაროვსკიმ დაამყარა ურთიერთობა ევროპის და ამერიკის მოდის სახლებთან. კომპანია მასიური პროდუქციის წარმოებასთან ერთად, ასევე ასრულებდა ექსკლუზიურ შეკვეთებს.

swarovski---2

ზუსტად ამ დროს დაემთხვა დანიელის შვილიშვილის მანფრედ სვაროვსკის ტალანტის გაფურჩქვნის პერიოდი. 50 -იანი წლების შუაში მან შექმნა ფერადი კრისტალების წარმოების ტექნოლოგია. და კვლავ სვაროვსკიმ , როგორც იტყვიან მიზანში მოარტყა, ფერადი კრისტალები მთელ მსოფლიოში ძალიან პოპულარული გახდა, განსაკუთრებით მდიდარ საზოგადოებაში. სვაროვსკის ფერადი კრისტალები გახდნენ ფუფუნების და სიმდიდრის მანიშნებელი. ექსკლუზიური, ლამაზად დაწახნაგებული დიდი ზომის სვაროვსკის კრისტალები ძვირფასი ქვების ფასს მიუახლოვდა. კრისტალების წარმოების საიდუმლოს სვაროვსკის კომპანიაში მკაცრად იცავენ. ექსკლუზიური კოლექციის შექმნის შემდეგ ყველა ინსტრუმენტი და მასთან დაკავშირებული მთლიანი დოკუმენტაცია ნადგურდება.

სვაროვსკის მიერ შექმნილი ძველი კოლექცია უფრო ძვირი ღირს, ვიდრე ახლანდელი ქმნილებები, რაც მათ კერძო ინვესტიციებისთვის ძალიან მიმზიდველს ხდის. სვაროვსკის პატარა ბროლის კრისტალებიანი სამკაულის ფასი 30 $ დან 600 $ მდე მერყეობს. რადგან სვაროვსკი დღემდე საოჯახო ბიზნესია, კომპანიის მთელი ინფორმაცია საფინანსო და ტექნოლოგიური პროცესების შესახებ მკაცრად გასაიდუმლოებულია. ცნობილია მხოლოდ, რომ Swarovski ტიროლის ოლქის ყველაზე მსხვილი კერძო კომპანიაა. კომპანიის 75 ფაბრიკაში მუშაობს 9500 თანამშრომელი. კომპანიას აქვს 19 შვილობილი ფირმა და 44 სავაჭრო წარმომადგენლობა მსოფლიოს 31 ქვეყანაში. კომპანიის შტაბ-ბინა კვლავ პაწაწუნა ვატენსშია განთავსებული.

Advertisements