luni.ge

ექსკლუზიური უმაღლესი ხარისხის ბიჟუტერია – აქსესუარები


Leave a comment

საქორწინო ბეჭდების ისტორია

ბეჭდების-ისტორია-1

საქორწინო ბეჭდები პარტნიორობის და ერთგულების სიმბოლოა ათასწლეულების განმავლობაში. ის უკვე დიდი ხანია ასოცირდება სიყვარულთან და წყვილის ოჯახურ კავშირზე მიუთითებს.

პრეისტორია

გამოქვაბულის ადამიანი თავის მეწყვილეს მაჯაზე, ყელზე და წელზე უკეთებდა დაწნული ბალახისგან გაკეთებულ ბაწარს, რათა თავისი პარტნიორის სული მისი კონტროლის ქვეშ მოექცია.

ბეჭდების-ისტორია-2

ჩვ.წ.აღ.-მდე  2800 საუკუნე

ეგვიპტური სამარხების გათხრისას აღმოაჩინეს, რომ საქორწინო ბეჭდებს, რომლებიც დამზადებული იყო ვერცხლის ან ოქროს მავთულისგან, იკეთებდნენ მარცხენა ხელის შუა თითზე.

 history3history4

 ჩვ.წ.აღ.-მდე II საუკუნე

ძველი რომაელი მწერალი-ისტორიკოსის გაიუს პლინიუსის ( Gaius Plinius Secundus ) გადმოცემით, საქმრო ჩუქნიდა პატარძალს ორ საქორწინო ბეჭედს. ოქროს რგოლს პატარძალი ატარებდა საქორწინო ცერემონიალზე და სხვა დღესასწაულების დროს, ხოლო რკინის რგოლს იყენებდა ყოველდღიური ხმარებისთვის, რითაც დასტურდებოდა მისი სავალდებულო იურიდიული კუთვნილება ქმრისადმი.

 ring1history-5ring2

 ჩვ.წ.აღ. – მდე  I  საუკუნე 

რამდენიმე რგოლისგან აწყობილი ბეჭდები პირველად აზიაში გაჩნდა, სადაც სულთნები და შეიხები ასეთი ბეჭდებით ნიშნავდნენ თავიანთ მრავალრიცხოვან ცოლებს.

history6

1217 წელი

სოლსბერის ( Salisbury – დიდი ბრიტანეთი ) ეპისკოპოსმა ბოლო მოუღო იმ დროის პოპულარულ ჩვეულებას ქალიშვილების ცდუნებას ფიქტიურ ქორწინებაზე ლერწმის ბეჭდებით. მისი გადაწყვეტილებით ლერწმის ბეჭდებით დაქორწინება იურიდიულად სავალდებულო გახდა.

 

 history-7 

1477 წელი

პირველად გამოჩნდა ალმასის თვლიანი საქორწინო ბეჭედი, რომელიც ავსტრიის ერცჰერცოგმა მაქსიმილიანმა მიუძღვნა თავის საცოლე მერი ბურგუნდიელს. მასზე წვრილი ბრტყელი ალმასებით გამოყვანილი იყო ასო  „ M

history-15

1700 წელი

ევროპაში ძალიან პოპულარული გახდა ვერცხლის რგოლები, რომლებზეც ამოტვიფრული იყო პოეტური ფრაზები. ატლანტის ოკეანის გადაღმა, კი პურიტანელები თავიანთ დანიშნულებს სათითეებს ჩუქნიდნენ ბეჭდების ნაცვლად. თუმცა ქალბატონები სათითეებს თავებს აჭრიდნენ და მათ როგორც ბეჭდებს ისე ატარებდნენ. 

history-8 history-9

 

1800 წელი

ძალიან სენტიმენტალური ვიქტორიანელები საქორწინო ბეჭდებს ადამიანის თმისგან ამზადებდნენ და ამდიდრებდნენ ძვირფასი ქვებით : ალმასი, ზურმუხტი, ლალი, ამეთვისტო და ა.შ.

history-10 history-11

1867  წელი

ალმასების საბადო აღმოაჩინეს Cape Colony-ში ( სამხრეთ აფრიკის პროვინცია ) , რომელმაც საიუველირო ინდუსტრიაში ალმასების მიწოდების ზრდას დაუდო სათავე.

1888  წლის  12  მარტი

სესილ როდსი  ( Cecil Rhodes – ინგლისელი ბიზნესმენი და პოლიტიკოსი ) პარტნიორებთან ერთად აფუძნებს სამთო-მომპოვებელ კომპანია  De Beers, რომელიც დღეს მსოფლიო ალმასების მრეწველობის 90 % – ს აკონტროლებს.

de-beers

 

1890 წელი

ხელმისაწვდომი ბრილიანტის თვლიანი ნიშნობის და საქორწინო ბეჭდები გამოჩნდა საფოსტო შეკვეთების კატალოგებში ( მაგალითად კატალოგში Sears, Roebuck & Company ) .

sear-catalog

          

1918  წელი

კარტიე ( Cartier ) ქმნის თავის საქვეყნოდ ცნობილ სამეულ-ბეჭედს — გადაჯაჭვულ სამფეროვან ოქროს რგოლებს : ვარდისფერი ოქრო – სიყვარულის, თეთრი ოქრო – მეგობრობის და ყვითელი ოქრო – ერთგულების სიმბოლო. ეს ბეჭედი ჯერ კიდევ ტრადიციულ ნიშნობის ბეჭედად ითვლება საფრანგეთში.

history-12 

 1947  წელი

De Beers – მა შექმნა ახლა უკვე კლასიკად ქცეული სლოგანი „ ბრილიანტები სამუდამოდ “ ( “A Diamond is Forever” ),რამაც კიდევ უფრო მეტად შეუწყო ხელი გაყიდვების ზრდას. ბრილიანტის სიწმინდე და ბრწყინვალება გადაიქცა მამაკაცის და ქალის ყოვლისმომცველი მიზიდულობის და სიყვარულის სიმბოლოდ.

history-13

 1992  წელს

ბრილიანტის თვლიანი საქორწინო ბეჭდის საშუალო ფასი 1 500 $ იყო, დღეს კი 5 000 $. სტატისტიკის მიხედვით წყვილების დაახლოებით მესამედი ყიდულობს ბრილიანტის თვლიან ბეჭედს და ხარჯავს მათ შესაძენად ორი თვის ხელფასის ოდენობის თანხას.

  • ყველაზე უფრო პოპულარულია მრგვალი დაწახნაგების ბრილიანტები
  • სიტყვა ბრილიანტი ( diamond ) წარმოსდგება ბერძნული სიტყვისგან „adámasრაც ნიშნავს დაუძლეველს , ურყევს.
  • ყველაზე ხშირად საქორწინო ბეჭდებს ამზადებენ თეთრი ოქროსგან ან პლატინისგან
  • საქორწინო ბეჭედში ჩასმული ბრილიანტის ყველაზე პოპულარული წონაა 0,37 კარატი

history-14

 

სახელგანთქმული საქორწინო ბეჭედი მსოფლიოში

kate-midltons-ringhistory-16

  • პრინცმა უილიამმა ეს ნიშნობის ბეჭედი ქეით მიდლტონს 2010 წელს მიართვა
  • ბეჭედი პრინცმა ჩარლზმა 1981 წელს შეიძინა პრინცესა დაიანასთვის 28 000 ფუნტ სტერლინგად
  • ამჟამად ამ ბეჭედის ფასი 300 000 ფუნტია
  • ბეჭედი დამზადებულია 18 K თეთრი ოქროსგან და შემკულია 12 კარატიანი ოვალური ცისფერი საფირონით, ხოლო მის გარშემო 14 ცალი ბრილიანტია.

 

 

Advertisements


Leave a comment

100 მილიონი გონიერი საათი 2019 წლისთვის

smartsaatebi---1

კომპანია Juniper უახლეს გამოკვლევებზე დაყრდნობით ( hi-tech ტექნოლოგიების ბაზრის შესწავლის შემდეგ ) აცხადებს, რომ დაახლოებით 100 მილიონი გონიერი საათი იქნება ხმარებაში 2019 წლისთვის მთელ მსოფლიოში. საათების მწარმოებელი პრემიუმ ბრენდების სამოქმედო გეგმის თანახმად უახლოეს 12-18 თვის განმავლობაში მომხმარებლის ცნობიერებაში მყარად ჩამოყალიბდება ამ პროდუქტის  მიმართ გაცხოველებული ინტერესი.

კომპანია Juniper აღნიშნავს,  რომ დიფერენციაცია პროდუქტებს შორის საკმაოდ დიდია — მოწყობილობის მარტივი შესაძლებლობებით დაწყებული და რთული ფუნქციებით დამთავრებული. მაგალითისთვის შეგვიძლია აღვნიშნოთ GPS  და NFC ტექნოლოგიები (Near Field Communication – უზრუნველყოფს უმაღლესი ხარისხის კავშირს და ინფორმაციის გაცვლას ორ მოწყობილობას შორის შეხების გარეშე ). ეს ფუნქციები უახლოეს მომავალში გახდება სტანდარტი სმარტსაათებისთვის, განსაკუთრებით მას შემდეგ რაც Apple – იმ შესთავაზა NFC ფუნქცია მომხმარებელს თავის პროდუქტებში.

Juniper თავის ანგარიშში ამტკიცებს, რომ არსებული ფუნქციონალურობის დიაპაზონმა საეჭვოა გამოიწვიოს „ მკვლელი აპლიკაციების “  ( მარკეტინგული ტერმინი  „killer app” , ასე უწოდებენ იმ პროგრამებს და აპლიკაციებს, რომლებიც ზრდიან მოწყობილობის ფასეულობას და გაყიდვების მოცულობას ) გაჩენა სმარტსაათებისათვის, როგორც ეს მოხდა სმარტფონების ევოლუციური განვითარების შემთხვევაში. მათ მოჰყავთ კომპანია Fitbit -ის მაგალითი, რომელიც გახდა დომინანტი ფიტნესის სამყაროში თავისი საფირმო მანტრით „ ერთი ზომა არ უხდება ყველას „ ( „ one size doesn’t fit all “ ) .

smartsaatebi---2           smartsaatebi---5

Fitbit – ის მოწყობილობები აფიქსირებენ მომხმარებლის გულის ცემის რიტმს, დამწვარი კალორიების რაოდენობას, გავლილ მანძილს, ნაბიჯების რაოდენობას, ძილის ხანგრძლივობას და ხარისხს. აგრეთვე მათ შეუძლიათ მოგვაწოდონ ინფორმაცია დღის განმავლობაში შენობის რამდენ სართულზე ავედით ფეხით, ჩვენს მობილურ ტელეფონზე შემომავალი ზარის შესახებ, აქვთ GPS მოდული.

ანგარიშში საუბარია, რომ სმარტსაათების განვითარების დიდი შესაძლებლობების გათვალისწინებით, მათი გასაყიდი სავაჭრო წერტილების რაოდენობა ნელ-ნელა მოიმატებს, რადგან თითქმის ყველა საათების მწარმოებელი ბრენდი შეეცდება ბაზრის თავისი წილის დასაკუთრებას. მაგალითად მდიდრული საათების მწარმოებელი ისეთი კომპანია, როგორიცაა TAG Heuer უკვე შევიდა ამ ბაზარზე. მაღალი ფუნქციონალურობა და პრემიუმ ბრენდინგი გულისხმობს, რომ „ გონიერი საათების „ ღირებულება რამდენიმე წელი კვლავ არანაკლებ 200 $ დარჩება.

 

 


Leave a comment

სვაროვსკის ბრენდის ისტორია

swarovski---1

მამის სახელოსნოში 2 წლის მუშაობის შემდეგ, 18 წლის დანიელ სვაროვსკი (Daniel  Swarovski  ) პარიზში გაემგზავრა, რომელიც იმ დროს მსოფლიოს კულტურის და მეცნიერების დედაქალაქი იყო. დანიელი პარიზში რამდენიმე წლის განმავლობაში სწავლობდა ქიმიას, ფიზიკას, მექანიკას და სხვა ინჟინრისთვის აუცილებელ მეცნიერებებს.

1883 წელს ცნობისმოყვარე ბოჰემიელი გაემგზავრა ვენაში ელექტროობის პირველ მსოფლიო გამოფენაზე. საოცარი  ელექტრო მოწყობილობების ნახვის შემდეგ, სვაროვსკიმ ცხრა წლიანი ექსპერიმენტების შემდეგ შექმნა მსოფლიოში პირველი ქვის დაწახნაგების ელექტროდაზგა. აქედან დაიწყო სვაროვსკის კრისტალების ეპოქა. ქვის დაწახნაგება გახდა ინდუსტრიული პროცესი,  დამწახნაგებლის შრომაც გამარტივდა და  გაიაფდა.

1895 წელს დანიელმა თავის ნახევარ ძმა ფრანც ვაისთან  და ფინანსისტ არმანდ კოსმანთან ერთად წამოიწყო საკუთარი საქმე. მან ოჯახი და კომპანია გადაიყვანა პატარა სოფელ  ვატენსში ტიროლთან ახლოს. იქ, ცნობისმოყვარე თვალებისგან შორს, გაიხსნა სვაროვსკის პირველი ქვების სამრეწველო დაწახნაგების ფაბრიკა. თავდაპირველად კომპანიას ერქვა მოკრძალებული სახელი D.S & Co ( Daniel Swarovski და კომპანია ) .

ბიზნესში ახალბედას საქმე თავიდანვე კარგად წავიდა. აღმოჩნდა, რომ ფაბრიკის დაზგებზე ქვების უფრო მაღალი ხარისხის დაწახნაგება იყო შესაძლებელი, ვიდრე ხელით მუშაობისას. სამრეწველო რევოლუციის ქარმა ტიროლის მადნის სიღრმეებშიც დაბერა და შეაღწია ისეთ კონსერვატიულ სფეროში, როგორიც იყო საიუველირო საქმიანობა. 1900 წელს სვაროვსკიმ გააფართოვა წარმოება და კიდევ 200 მუშა დაასაქმა. ამ წელს ეწოდა  საწარმოს დღევანდელი სახელი – Swarovski.

1911 წელს დანიელ სვაროვსკიმ ვაჟებთან ერთად დაიწყო ბროლის წარმოება. პირველი მსოფლიო ომის პერიოდში, როდესაც ევროპაში მოთხოვნა საიუველირო ნაკეთობებზე მკვეთრად დაეცა, კომპანიამ საჩარხი და დასაწახნეგებელი დაზგებისთვის ინსტრუნტების და სახეხი მასალების წარმოება დაიწყო, რითაც გაკოტრებისგან გადაირჩინა თავი. ამ პროდუქციას კომპანია დღესაც უშვებს Tyrolit ის მარკის ქვეშ.

ადამიანები ქვირფასი ქვების გაყალბებას დიდი ხანია ცდილობდნენ. მე – 18 საუკუნის დიდი იუველირი ჟორჟ ფრედერიკ სტრაზი ( მის სახელს უწოდებენ ძვირფასი ქვების იმიტაციებს  –  „ სტრაზები „ ), რომელიც დახელოვნებული იყო ბრილიანტების გაყალბებაში, ისტორიას ავანტიურისტ-მისტიფიკატორად შემორჩა. დანიელ სვაროვსკი ძვირფასი ქვების იმიტაციების პირველი ცივილიზებული მწარმოებელი გახდა. მან ძვირფასი ქვების იმიტაცია გადააქცია ორიგინალურ, კანონიერ, ძალიან მოთხოვნად და მომგებიან ბიზნესად.

სვაროვსკის საწარმო უშვებდა ბრილიანტის მსგავს კრისტალებს, რომლებიც იმ დროის სახელგანთქმული მოდელიორების კოკო შანელისა და კრისტიან დიორის ხელშეწყობით მთელ მსოფლიოში გახდა პოპულარული. დადგა პატარა ავსტრიული ფირმის ოქროს ხანა. აღმოჩნდა, რომ მხოლოდ სვაროვსკის შეუძლია ასეთი ულამაზესი და გარეგნულად მდიდრული კრისტალების შექმნა. ამრიგად ტიროლის პაწაწუნა სოფელში შექმნილი პროდუქცია მთელმა მსოფლიომ გაიცნო.

მეორე მსოფლიო ომის დროს ევროპის მოდის სახლებმა ბუნებრივია კრახი განიცადეს, ბროლის კრისტალები აღარავის ჭირდებოდა . თუმცა მოხერხებულმა დანიელ სვაროვსკიმ შეძლო ფაშისტური გერმანიის მიერ შექმნილი ყველა დაბრკოლების გადალახვა ( ავსტრია ამ დროს გერმანიას ყავდა ანექსირებული ) და  კრისტალების რეალიზაციის დაწყება აშშ – ში. მე-20 საუკუნის 40 – 50 იან წლებში ევროპაში მშვიდობის დამყარებასთან ერთად, გაჩნა მოთხოვნა მოდურ ტანსაცმელზეც. სვაროვსკიმ დაამყარა ურთიერთობა ევროპის და ამერიკის მოდის სახლებთან. კომპანია მასიური პროდუქციის წარმოებასთან ერთად, ასევე ასრულებდა ექსკლუზიურ შეკვეთებს.

swarovski---2

ზუსტად ამ დროს დაემთხვა დანიელის შვილიშვილის მანფრედ სვაროვსკის ტალანტის გაფურჩქვნის პერიოდი. 50 -იანი წლების შუაში მან შექმნა ფერადი კრისტალების წარმოების ტექნოლოგია. და კვლავ სვაროვსკიმ , როგორც იტყვიან მიზანში მოარტყა, ფერადი კრისტალები მთელ მსოფლიოში ძალიან პოპულარული გახდა, განსაკუთრებით მდიდარ საზოგადოებაში. სვაროვსკის ფერადი კრისტალები გახდნენ ფუფუნების და სიმდიდრის მანიშნებელი. ექსკლუზიური, ლამაზად დაწახნაგებული დიდი ზომის სვაროვსკის კრისტალები ძვირფასი ქვების ფასს მიუახლოვდა. კრისტალების წარმოების საიდუმლოს სვაროვსკის კომპანიაში მკაცრად იცავენ. ექსკლუზიური კოლექციის შექმნის შემდეგ ყველა ინსტრუმენტი და მასთან დაკავშირებული მთლიანი დოკუმენტაცია ნადგურდება.

სვაროვსკის მიერ შექმნილი ძველი კოლექცია უფრო ძვირი ღირს, ვიდრე ახლანდელი ქმნილებები, რაც მათ კერძო ინვესტიციებისთვის ძალიან მიმზიდველს ხდის. სვაროვსკის პატარა ბროლის კრისტალებიანი სამკაულის ფასი 30 $ დან 600 $ მდე მერყეობს. რადგან სვაროვსკი დღემდე საოჯახო ბიზნესია, კომპანიის მთელი ინფორმაცია საფინანსო და ტექნოლოგიური პროცესების შესახებ მკაცრად გასაიდუმლოებულია. ცნობილია მხოლოდ, რომ Swarovski ტიროლის ოლქის ყველაზე მსხვილი კერძო კომპანიაა. კომპანიის 75 ფაბრიკაში მუშაობს 9500 თანამშრომელი. კომპანიას აქვს 19 შვილობილი ფირმა და 44 სავაჭრო წარმომადგენლობა მსოფლიოს 31 ქვეყანაში. კომპანიის შტაბ-ბინა კვლავ პაწაწუნა ვატენსშია განთავსებული.