luni.ge

ექსკლუზიური უმაღლესი ხარისხის ბიჟუტერია – აქსესუარები

რა ფერის ოქროა მოდაში

Leave a comment

bechdebi

როდესაც  ვსაუბრობთ  „ ოქროს “ ფერზე, ბუნებრივია წარმოვიდგენთ კაშკაშა ( ხასხასა ) ყვითელ ფერს მოწითალო ელფერით. ბოლო ხანებში საიუველირო მაღაზიებში გამოჩნდა სხვა შეფერილობის ოქროებიც: ღია ყვითელი, უფრო ნაზი და „არისტოკრატული” – ვარდისფერი, ულტრამოდური თეთრი და ნამდვილად                   „ ფანტასტიური”  —  შავი და ცისფერი.

მოდის მიმდევრებისთვის და ამ ძვირფასი ლითონის ბევრი დამფასებლისთვის ცნობილია კარტიეს  ( Cartier ) სამფეროვანი ბეჭედი, რომელიც მოდური სტილის საკულტო ბეჭდად იქცა. თუმცა დღეს ოქროს ფერთა გამაში, სხვა უფრო ეგზოტიური ფერებიც გხვდება : მწვანე, ცისფერი და შავი ფერიც კი.

სასურველი ელფერის ოქროს სამკაულის შესაქმნელად , იუველირები სუფთა ოქროს უმატებენ სხვადასხვა რაოდენობის შენადნობებს, რადგან მათ რაოდენობაზეა დამოკიდებული ნაკეთობის გარეგნული მხარე. აბსოლუტურად სუფთა ოქრო ბუნებაში არ მოიპოვება, ყველაზე სუფთა ოქროც კი დაახლოებით 1 %-მდე მინარევს შეიცავს.

მომწვანო ელფერის მისაღებად ოქროს შენადნობის „ რეცეპტურაში “ ვერცხლი ემატება. სწორედ ვერცხლის რაოდენობაზე, ხარისხზე და სხვა თვისებებზეა დამოკიდებული ოქროს შენადნობის ფერთა გამა. მცირე რაოდენობით ვერცხლის დამატებისას ვიღებთ მომწვანო ელფერს, უფრო მეტი პროპორცია შენადნობს მოყვითალო-მომწვანო ელფერს აძლევს. ვერცხლის რაოდენობის კიდევ უფრო მომატებით ვიღებთ მოყვითალო-მოთეთრო ელფერს, ხოლო პროპორციის კიდევ უფრო გაზრდით — სრულიად თეთრ ოქროს.

თეთრი ოქროსგან მოდური და დახვეწილი სამკაულების დასამზადებლად ოქროს შენადნობებში უმატებენ : ნიკელს, პლატინას და პალადიუმს. რა თქმა უნდა საიუველირო მოდა პლატინის მიმართ უფრო მოწყალეა, ის ოქროს უფრო თეთრ ფერს ანიჭებს, ნაკეთობა უფრო მტკიცეა და ამ შენადნობთან მუშაობა იუველირებისთვის უფრო იოლია.

ტრადიციული ბრილიანტებიანი სამკაულების დასამზადებლად ყველაზე უფრო ხშირად თეთრი ფერის ოქროს იყენებენ. ბრილიანტის ქვები განსაკუთრებით მომგებიანი თეთრ ოქროსთან ჩანან, რადგან ის ბრილიანტების არაჩვეულებრივ კაშკაშს უწყობს ხელს. ჩვეულებრივ მოწითალო ოქროს ასეთი პლასტიურობა არ ახასიათებს, რაც იუველირებისთვის მნიშვნელოვანია. მოდური თეთრი ოქრო ბოლო ხანებში ნელ-ნელა უკანა პლანზე გადადის და მათ ადგილს უფრო პოპულარული ( განსაკუთრებით ევროპაში ) ყვითელი ოქრო იკავებს.

არაჩვეულებრივად გამოიყურება საიუველირო ნაკეთობები, რომლებიც სხვადასხვა ფერის ოქროსგან არის დამზადებული, მაგ. თეთრი და ყვითელი, ეს იუველირების საყვარელი მარჯვე ხერხია. განსაკუთრებით საინტერესოა „ ეგზოტიკური “  კომბინაცია – შავი და თეთრი ფერის ოქრო. შავი ფერის ოქროს მიღება სულ ახლახანს დაიწყეს შავი როდიუმის ან რუთენიუმის, ამორფული ნახშირის, ქრომის და კობალტის დამატებით.  ის ძალიან კოხტად გამოიყურება და საიუველირო საქმიანობის შემოქმედებს ახალ იდეებს და შესაძლებლობებს სთავაზობს.

blue-ring

ჭეშმარიტად „ ფანტასტიურია “ ცისფერი ოქრო, ახალი მსოფლიო მოდური შიკი და გლამურული ოქრო,  რომელიც რვა წლიანი შრომის შედეგად შექმნა არგენტინელმა იუველირმა ანტონიასიმ. ცისფერი ოქროს „ რეცეპტს “ იუველირი ინახავდა საიდუმლოდ. ზოგი იუველირი ფიქრობს, რომ არგენტინელი  ინდიუმს     ( ძალიან იშვიათი ძვირფასი ლითონი ) უმატებდა შენადნობში. ზოგი კი გასაოცარ ცისფერ ელფერს კობალტის დამსახურებად მიიჩნევს. ცისფერი ოქრო საკმაოდ სუფთა აღმოჩნდა — მასში ოქროს შემცველობა 90 % – ია. კონკურენტები  ვერც ანტონიასის მიერ ცისფერი ოქროს შენადნობის შემადგენლობის  და პროპორციების გამოქვეყნებამ დაამშვიდა, შენადნობი ვერავინ ვერ მიიღო. ცისფერი ოქროს საიდუმლო კვლავ სახელგანთქმული არგენტინელი იუველირის საიდუმლოდ რჩება.

სამკაულების შერჩევისას, არ დაგავიწყდეთ, რომ სინჯი და ფერი  სრულიად სხვადასხვა მცნებებია. ლითონის ფერი არანაირ კავშირში არ არის ოქროს სინჯთან. ამიტომ ყოველთვის გაითვალისწინეთ ფერი, მოდის ტენდეციები, სამკაულის ფასი და მისი სამომავლო „ პერსპექტივა” . მაგრამ მთავარი კრიტერიუმი მაინც ნამუშევრის ხარისხი და თქვენი დამოკიდებულებაა ნაკეთობის მიმართ. სამკაული გულით უნდა მოგწონდეთ და გსიამოვნებდეთ მისი ტარება.

 

 

 

Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

w

Connecting to %s