საქორწინო ბეჭდები პარტნიორობის და ერთგულების სიმბოლოა ათასწლეულების განმავლობაში. ის უკვე დიდი ხანია ასოცირდება სიყვარულთან და წყვილის ოჯახურ კავშირზე მიუთითებს.
პრეისტორია
გამოქვაბულის ადამიანი თავის მეწყვილეს მაჯაზე, ყელზე და წელზე უკეთებდა დაწნული ბალახისგან გაკეთებულ ბაწარს, რათა თავისი პარტნიორის სული მისი კონტროლის ქვეშ მოექცია.
ჩვ.წ.აღ.-მდე 2800 საუკუნე
ეგვიპტური სამარხების გათხრისას აღმოაჩინეს, რომ საქორწინო ბეჭდებს, რომლებიც დამზადებული იყო ვერცხლის ან ოქროს მავთულისგან, იკეთებდნენ მარცხენა ხელის შუა თითზე.
ჩვ.წ.აღ.-მდე II საუკუნე
ძველი რომაელი მწერალი-ისტორიკოსის გაიუს პლინიუსის ( Gaius Plinius Secundus ) გადმოცემით, საქმრო ჩუქნიდა პატარძალს ორ საქორწინო ბეჭედს. ოქროს რგოლს პატარძალი ატარებდა საქორწინო ცერემონიალზე და სხვა დღესასწაულების დროს, ხოლო რკინის რგოლს იყენებდა ყოველდღიური ხმარებისთვის, რითაც დასტურდებოდა მისი სავალდებულო იურიდიული კუთვნილება ქმრისადმი.
ჩვ.წ.აღ. – მდე I საუკუნე
რამდენიმე რგოლისგან აწყობილი ბეჭდები პირველად აზიაში გაჩნდა, სადაც სულთნები და შეიხები ასეთი ბეჭდებით ნიშნავდნენ თავიანთ მრავალრიცხოვან ცოლებს.
1217 წელი
სოლსბერის ( Salisbury – დიდი ბრიტანეთი ) ეპისკოპოსმა ბოლო მოუღო იმ დროის პოპულარულ ჩვეულებას ქალიშვილების ცდუნებას ფიქტიურ ქორწინებაზე ლერწმის ბეჭდებით. მისი გადაწყვეტილებით ლერწმის ბეჭდებით დაქორწინება იურიდიულად სავალდებულო გახდა.
1477 წელი
პირველად გამოჩნდა ალმასის თვლიანი საქორწინო ბეჭედი, რომელიც ავსტრიის ერცჰერცოგმა მაქსიმილიანმა მიუძღვნა თავის საცოლე მერი ბურგუნდიელს. მასზე წვრილი ბრტყელი ალმასებით გამოყვანილი იყო ასო „ M “
1700 წელი
ევროპაში ძალიან პოპულარული გახდა ვერცხლის რგოლები, რომლებზეც ამოტვიფრული იყო პოეტური ფრაზები. ატლანტის ოკეანის გადაღმა, კი პურიტანელები თავიანთ დანიშნულებს სათითეებს ჩუქნიდნენ ბეჭდების ნაცვლად. თუმცა ქალბატონები სათითეებს თავებს აჭრიდნენ და მათ როგორც ბეჭდებს ისე ატარებდნენ.
1800 წელი
ძალიან სენტიმენტალური ვიქტორიანელები საქორწინო ბეჭდებს ადამიანის თმისგან ამზადებდნენ და ამდიდრებდნენ ძვირფასი ქვებით : ალმასი, ზურმუხტი, ლალი, ამეთვისტო და ა.შ.
1867 წელი
ალმასების საბადო აღმოაჩინეს Cape Colony-ში ( სამხრეთ აფრიკის პროვინცია ) , რომელმაც საიუველირო ინდუსტრიაში ალმასების მიწოდების ზრდას დაუდო სათავე.
1888 წლის 12 მარტი
სესილ როდსი ( Cecil Rhodes – ინგლისელი ბიზნესმენი და პოლიტიკოსი ) პარტნიორებთან ერთად აფუძნებს სამთო-მომპოვებელ კომპანია De Beers, რომელიც დღეს მსოფლიო ალმასების მრეწველობის 90 % – ს აკონტროლებს.
1890 წელი
ხელმისაწვდომი ბრილიანტის თვლიანი ნიშნობის და საქორწინო ბეჭდები გამოჩნდა საფოსტო შეკვეთების კატალოგებში ( მაგალითად კატალოგში Sears, Roebuck & Company ) .
1918 წელი
კარტიე ( Cartier ) ქმნის თავის საქვეყნოდ ცნობილ სამეულ-ბეჭედს — გადაჯაჭვულ სამფეროვან ოქროს რგოლებს : ვარდისფერი ოქრო – სიყვარულის, თეთრი ოქრო – მეგობრობის და ყვითელი ოქრო – ერთგულების სიმბოლო. ეს ბეჭედი ჯერ კიდევ ტრადიციულ ნიშნობის ბეჭედად ითვლება საფრანგეთში.
1947 წელი
De Beers – მა შექმნა ახლა უკვე კლასიკად ქცეული სლოგანი „ ბრილიანტები სამუდამოდ “ ( “A Diamond is Forever” ),რამაც კიდევ უფრო მეტად შეუწყო ხელი გაყიდვების ზრდას. ბრილიანტის სიწმინდე და ბრწყინვალება გადაიქცა მამაკაცის და ქალის ყოვლისმომცველი მიზიდულობის და სიყვარულის სიმბოლოდ.
1992 წელს
ბრილიანტის თვლიანი საქორწინო ბეჭდის საშუალო ფასი 1 500 $ იყო, დღეს კი 5 000 $. სტატისტიკის მიხედვით წყვილების დაახლოებით მესამედი ყიდულობს ბრილიანტის თვლიან ბეჭედს და ხარჯავს მათ შესაძენად ორი თვის ხელფასის ოდენობის თანხას.
- ყველაზე უფრო პოპულარულია მრგვალი დაწახნაგების ბრილიანტები
- სიტყვა ბრილიანტი ( diamond ) წარმოსდგება ბერძნული სიტყვისგან „adámas“ რაც ნიშნავს დაუძლეველს , ურყევს.
- ყველაზე ხშირად საქორწინო ბეჭდებს ამზადებენ თეთრი ოქროსგან ან პლატინისგან
- საქორწინო ბეჭედში ჩასმული ბრილიანტის ყველაზე პოპულარული წონაა 0,37 კარატი
სახელგანთქმული საქორწინო ბეჭედი მსოფლიოში
- პრინცმა უილიამმა ეს ნიშნობის ბეჭედი ქეით მიდლტონს 2010 წელს მიართვა
- ბეჭედი პრინცმა ჩარლზმა 1981 წელს შეიძინა პრინცესა დაიანასთვის 28 000 ფუნტ სტერლინგად
- ამჟამად ამ ბეჭედის ფასი 300 000 ფუნტია
- ბეჭედი დამზადებულია 18 K თეთრი ოქროსგან და შემკულია 12 კარატიანი ოვალური ცისფერი საფირონით, ხოლო მის გარშემო 14 ცალი ბრილიანტია.